კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მესიჯი, თუ სხვა სახის განცხადება, რომელიც მოდის კონგრესის წევრებისგან, აღქმული იყოს სერიოზულად

მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მესიჯი, თუ სხვა სახის განცხადება, რომელიც მოდის კონგრესის წევრებისგან,აღქმული იყოს სერიოზულად, მიექცეს ყურადღება, - ამის შესახებ აშშ- ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან 6 კონგრესმენის მიერ მაიკ პომპეოსთვის გაგზავნილი წერილის კომენტირებისას განუცხადა.

მისი თქმით, ესენი ის ხალხი არიან, ვინც წლების განმავლობაში აკვირდებიან საქართველოს და მის წარმატებაზე ზრუნავენ.

"მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში მკაფიოდ არის ხელისუფლების დაყოფა სხვადასხვა შტოში. ეს წერილი გახლავთ საკანონმდებლო ორგანოს კონგრესის და ხელისუფლების ამ შტოს მიეკუთვნება. შესაბამისად, ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული, რომ ამაზე გავაკეთო განცხადება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მესიჯი თუ სხვა სახის განცხადება, რომელიც მოდის კონგრესის წევრებისგან აღქმული იყოს სერიოზულად, მიექციოს ყურადღება, რადგან ესენი არიან ის ხალხი, ვინც წლების განმავლობაში აკვირდებიან საქართველოს განვითარებას და ზრუნავენ მის წარმატებაზე. მე მქონდა ურთიერთობა როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან, ასევე ოპოზიციასთან და მინდა ვთქვა, საქართველოს ჰყავს ლიდერები, რომელთაც აქვთ ერთგულება ქვეყნის საუკეთესო ინტერესების მიმართ და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ ქვეყანას ხელი შეუწყოს წარმატების, კეთილდღეობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაში“,- განაცხადა დეგნანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა