ბარაქ ობამა - ხელისუფლებაში მყოფი პირები ქირურგიული სიზუსტით ახდენენ თავდასხმას ჩვენს ხმის მიცემის უფლებაზე

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის დემონსტრანტების წინააღმდეგ ფედერალური სამართალდამცავების გამოყენება, მკაცრად გააკრიტიკა.

„დღეს მოწმე ვხდებით იმის, თუ როგორ აგზავნის ჩვენი ფედერალური მთავრობა აგენტებს იმისთვის, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენონ. დღეს მოწმე ვხდებით, როგორ აჭერენ პოლიციელები ფერადკანიან ამერიკელებს კისერზე მუხლებს,“- განაცხადა ბარაქ ობამამ ცნობილი ამერიკელი უფლებადამცველის, ჯონ ლუისის დაკრძალვის ცერემონიალზე, რომელიც ატლანტაში გაიმართა.

ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობის არჩევნებში ხმის მიცემის უფლებაზე „თავდასხმა განახორციელოს.“

„ახლაც კი, როცა ჩვენ აქ ვსხედვართ, ხელისუფლებაში არიან პირები, რომლებიც ქირურგიული სიზუსტით ახდენენ თავდასხმას ჩვენს ხმის მიცემის უფლებაზე“, - აღნიშნა ბარაქ ობამამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა