სერგი კაპანაძე - თუ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას ბოლომდე მიიყვანს, შედარებით ნორმალური საარჩევნო კამპანიის შესაძლებლობა იქნება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება გიორგი რურუას გაათავისუფლებს და 8 მარტის შეთანხმებას ბოლომდე შეასრულებს, „შედარებით ნორმალური საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობა იქნება“.

როგორც სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მაშინ, როცა ქვეყანას არაფორმალური მმართველი მართავს, ძნელია იმის პროგნოზირება საქართველოს პრეზიდენტი შეიწყალებს თუ არა გიორგი რურუას.

„ისეთ თემებზე, როგორიცაა 8 მარტის შეთანხმების შესრულება, პარტიები ერთიანები ვართ და ჩვენ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეს წერია. მიგვაჩნია, რომ ეს არის მართლმაჯულების პოლიტიზირების გაგრძელება და უხეში დარღვევა იმ შეთანხმების, რომელიც ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მივაღწიეთ. ამავე კონტექსტში შეგვიძლია განვიხილოთ სენატორი რიშის განცხადება, რომელმაც მოუწოდა პრეზიდენტს, რომ ოქრუაშვილისა და უგულავას მსგავსად, გიორგი რურუაც გაათავისუფლოს. მიგვაჩნია, რომ ეს ფურცელი თუ გადაიშლება და თუ 8 მარტის შეთანხმებას ბოლომდე მიიყვანენ, შედარებით ნორმალური საარჩევნო კამპანიის შესაძლებლობა იქნება. ეს ზეწოლა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მისამართითაა როგორც სენატორი რიშის, ასევე სხვა კონგრესმენების, ბუნებრივია და გარძელდება. იმ პირობებში, როცა ქვეყანას ერთი არარაციონალური ადამიანი, ოლიგარქი მართავს, რომელიც გადაწყვეტილებას თავისი ინსტიქტებით იღებს და არა საერთაშორისო ზეწოლისა და პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით, ძნელია, გამოვიცნოთ და ვივარაუდოთ, თუ რას გააკეთებს ის. სხვა შემთხვევა რომ იყოს და იყოს ისეთი მმართველობა, რომელიც ხალხის მიმართ არის ანგარიშვალდებული, ბუნებრივია ეს უნდა იყოს გათვალისწინებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა თუ არა, როცა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეიცვლება, პოლიტიკური პატიმრების საკითხი დასრულდება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, თუ 8 მარტის შეთანხმება არ შესრულდება, მაღალი პოლარიზაციის ხარისხი და არანორმალური ვითარება არჩევნებისთვის შენარჩუნდება.

„ეს კი საბოლო ჯამში მხოლოდ ივანიშვილის იმიჯს კი არ უქმნის საფრთხეს და პრობლემას, ზოგადად ქვეყანის იმიჯს უქმნის პრობლემას“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა