ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის საბჭოს ახალ არამოსამართლე წევრზე - თამარ ღვამიჩავას ექნება გადამწყვეტი საყრდენის მნიშვნელობა „კლანისთვის“

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, საზოგადოებას იუსტიციის საბჭოს ახალი არამოსამართლე წევრის, თამარ ღვამიჩავას შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

მისივე თქმით, „არავინ იცის რა ხედვები აქვს თამარ ღვამიჩავას სასამართლო სისტემის პრობლემებთან დაკავშირებით”.

„საქართველოს პრეზიდენტმა განახორციელა აბსოლუტურად გაუმჭირვალე პროცესი. არავინ არ იცის ვინ იყვნენ კანდიდატები, სრულყოფილი ინფორმაცია ამის შესახებ არ არის ცნობილი პრეზიდენტის საინფორმაციო წყაროებიდან, მისი ვებ გვერდიდან. ერთადერთი, რაც პრეზიდენტმა გვაჩვენა, ეს იყო ფოტოები, სადაც გასაუბრებაზე მისული კანდიდატების კეფა ჩანდა.

პრეზიდენტმა არ წარმოადგინა დასაბუთება იმის შესახებ, თუ რატომ აირჩია მან მაინცდამაინც თამარ ღვამიჩავა, მაგრამ ჩემი შეფასება ასეთია - თამარ ღვამიჩავას ექნება გადამწყვეტი საყრდენის მნიშვნელობა „კლანისთვის“. ვინაიდან, მოსამართლეები ინიშნებიან 10 ხმით. ანუ 9 მოსამართლე წევრს პლიუს ერთი არამოსამართლე წევრი. ვინაიდან, არის საპარლამენტო არჩევნების წელი და ოქტომბრის არჩევნების შემდგომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთ არამოსამართლე წევრს, ნელ-ნელა, ეტაპობრივად გასდის უფლებამოსილების ვადა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კლანმა არ იცის, თუ რა პოლიტიკური სიტუაცია იქნება ქვეყანაში და არ არის დარწმუნებული იმაში, რომ “ქართული ოცნება” მოაგროვებს ზუსტად 90 ხმას საქართველოს პარლამენტში, რომელიც საჭიროა არამოსამართლე წევრის ასარჩევად. სწორედ ამ ვითარებაში, კლანისთვის უპირობოდ დიდი მნიშვნელობისაა ღვამიჩავას არსებობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ვინ არის ღვამიჩავა? რა კავშირი აქვს მას კლანთან და არის თუ არა მისი ნათესავი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, რომელიც არის ერთ-ერთი გავლენიანი პირი?”- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

როგორც ცნობილია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილ არამოსამართლე წევრად თამარ ღვამიჩავა დაინიშნა. თამარ ღვამიჩავამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე ანა დოლიძე ჩაანაცვლა, რომელმაც აღნიშნული პოსტი 22 ივნისს დატოვა. კანონმდებლობის თანახმად, თამარ ღვამიჩავა არამოსამართლე წევრის პოზიციაზე 4 წლის ვადით იმუშავებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა