ეკატერინე ტიკარაძე - თუ რეკომენდაციებს დავიცავთ, შევძლებთ მეორე ტალღა მსუბუქად დავძლიოთ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის, რომ ვირუსის გამოვლენა და სიმძიმე მეტ-ნაკლებად დაკლებულია, არ ნიშნავს, რომ ის შემოდგომაზე თავის ხასიათს არ შეიცვლის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა,

„რაც შეეხება კლინიკურ სიმძიმეს, ვირუსი, რა თქმა უნდა, თავის ხასიათს იცვლის. მას აქვს სხვადასხვანაირი გამოვლინება. მისი სიმძიმე დღეს მეტ-ნაკლებად დაკლებულია. ეს არ ნიშნავს, იმას, რომ შემოდგომაზეც მას ექნება იგივე გამოვლენა, სავსებით შესაძლებელია რომ ვირუსი კვლავ შეიცვლის თავის გამოვლენის თვისობრიობას და ასევე სიმძიმის მახასიათებლებს. რაც შეეხება რა რაოდენობას ველოდებით და რა მასშტაბის იქნება ვირუსის გამოვლენა, ეს სრულად არის დამოკიდებული ჩვენი მოსახლეობის მზაობაზე და ასევე მათ დამყოლობაზე როგორ ითანამშრომლებენ ისინი ეპიდემიოლოგებთან. ასევე როგორ შეასრულებენ ყველა იმ მითითებას, რომელიც მოწოდებულია ჯანმოსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ რეკომენდაციებს დავიცავთ, შევძლებთ, რომ მეორე ტალღა მსუბუქად დავძლიოთ. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რისკები მატულობს. ჩვენ ვემზადებით ჰოსპიტალურ სექტორში,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
ქართული პრესის მიმოხილვა 25.01.2021
არჩილ მორჩილაძე - ბიუჯეტის ხარჯზე მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფოს მიერ დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, 250 000-ზე მეტი ადამიანი იღებს, როცა უამრავი სოციალურად დაუცველი ამ დაფარვის მიღმაა დარჩენილი
სილქფესტი მომხმარებლებს უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას სთავაზობს