ევროზონის ეკონომიკა 12.1 %-ით, ევროკავშირის კი - 11.9 %-ით შემცირდა

ევროზონის ეკონომიკა 2020 წლის მეორე კვარტალში 12.1 %-ით შემცირდა, რაც ევროზონის მთლიანი შიდა პროდუქტის ვარდნის ისტორიული მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ „ევროსტატის“ წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რაც შეეხება მთლიანად ევროკავშირის ეკონომიკას, ამავე მონაცემების თანახმად, ის 11.9 %-ით შემცირდა.

„ეს ყველაზე მკვეთრი შემცირებებია 1995 წლის შემდეგ“, - აღნიშნულია „ევროსტატის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ პანდემიით გამოწვეული შედეგების გამო, ევროზონის ქვეყნებმა წლის მეორე კვარტალში ეკონომიკის მკვეთრი შემცირება განიცადეს, მაგრამ ამ მხრივ ყველაზე მეტად დაზარალებული ესპანეთი აღმოჩნდა, სადაც მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 2020 წლის მეორე კვარტალში 18.5%-ით შემცირდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა