დონალდ ტრამპი - ფედერალური სამართალდამცავები პორტლენდში მანამ დარჩებიან, ვიდრე ქალაქი ანარქისტებისა და აგიტატორებისგან არ გაიწმინდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ფედერალური სამართალდამცავები პორტლენდში მანამ დარჩებიან, ვიდრე ქალაქი ანარქისტებისა და აგიტატორებისგან არ გაიწმინდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

შეგახსენებთ, ტრამპის ადმინისტრაციამ ფედერალური ძალები აშშ-ის რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის პორტლენდში, ივლისში გაგზავნა.

ტრამპის მტკიცებით, სამართალდამცავების გაგზავნის მიზანი იქ მიმდინარე ანტირასისტული საპროტესტო აქციების გაკონტროლება და ძალადობის ფაქტების აღკვეთა იყო. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით კი, ფედერალური აგენტები სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას იწვევენ. რამდენიმე დღის წინ მედია საშუალებებმა ორეგონის გუბერნატორ ქეით ბრაუზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ფედერალური ძალები პორტლენდიდან ეტაპობრივი გამოსვლისთვის მზად იყვნენ.

იხილეთ ვიდეო:ფედერალური სამართალდამცავები პორტლენდში მანამ დარჩებიან, ვიდრე ქალაქი ანარქისტებისა და აგიტატორებისგან არ გაიწმინდება - დონალდ ტრამპი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა