მოსახლეობა სოფელ ყარაჯალარიდან ნავთლუღის ბაზარში სარეალიზაციოდ პროდუქტის გატანას შეძლებს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარიდან, ნავთლუღის ბაზარში სარეალიზაციოდ პროდუქტს მოსახლეობა ხვალიდან გაიტანს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა განაცხადა, გამოიყო 10 სამარშრუტო ტაქსი, რომლითაც მოხდება პროდუქციის გატანა.

„გუშინ მოსახლეობის მოთხოვნა რაც იყო, რომ საკუთარი პროდუქციის - ბოსტნეულის რეალიზაცია თავად მოეხდინათ ბაზარში, ამაზე ჩვენ შევთანხმდით, გამოიყო 10 სამარშრუტო მანქანა. ვინც გაიტანს ამ პროდუქციას ბაზარში, დღეს ჩაუტარდათ ,,პისიარ“ ტესტირება და კორონავირუსზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ამ ადამიანებს მიეცემათ საშუალება, რომ გადაადგილდნენ და გაუკეთონ თავიანთ პროდუქციას რეალიზაცია, რა თქმა უნდა ეს პროცესი იქნება კონტროლის ქვეშ.

ორშაბათიდან დავიწყებთ მოსახლეობაში პროდუქტისა და ჰიგიენის საშუალებების დარიგებას, პირველ რიგში ეს გადაეცემა სოციალურად დაუცველ 85 ოჯახს, ასევ სხვა შეჭირვებულ ოჯახებსაც“, - განაცხადა რამაზ ბუდაღაშვილმა.

მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი 66 საკვლევი მასალიდან, დღეს ყველაზე უარყოფითი პასუხი მოვიდა და კორონავირუსი არცერთს არ დაუდასტურდა. ყარაჯალარში დღესაც ანალოგიურად მუშაობს ეპიდემიოლოგების ორი ჯგუფი, თუმცა მოსახლეობის აქტივობა ძალიან დაბალია.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მოსახლეობასთან, მათ ვისაც ჯერ არ გაუვლია „პისიარ“ ტესტირება, რომ გამოვიდნენ და ჩაიტარონ ტესტირება. პრაქტიკულად აღარავინ გამოდის, ამბობენ, რომ ყველამ გაიარა ტესტირება“, - განაცხადა რამაზ ბუდაღაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:ყარაჯალარის მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზარზე გატანას დღეიდან თავად შეძლებს

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ