უკრაინაში კორონავირუსის 1 112 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 16 ადამიანი გარდაიცვალა

უკრაინაში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1 112 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 72 168-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ეროვნული საბჭო ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, უკრაინაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 1 725 -ს მიაღწია.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ქვეყანაში ვირუსისგან 39 543 პაციენტი განიკურნა, აქედან 235 - ბოლო 24 საათში. 2 აგვისტოს მდგომარეობით, აქტიური შემთხვევების რიცხვი უკრაინაში 30 900-ს შეადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა