დაზარალებულ ფერმერებს „ალდაგი“ 2 მილიონამდე ლარს უნაზღაურებს

2020 წლის დასაწყისიდან დღემდე ზარალების დასაფარად სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ფერმერებს 2 მილიონამდე ლარს უნაზღაურებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ალდაგიდან“ აცნობეს, ბოლო სტიქიის შედეგად დაზარალებულ ფერმერებთან მუშაობა დასრულებულია და თანხების ჩარიცხვა უკვე მიმდინარეობს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, „ალდაგი“ ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულ ფერმერებს თანხას ზარალისთანავე უნაზღაურებს. ანაზღაურების ეს სისტემა „ალდაგმა“ ორი წელია დანერგა. თუ მანამდე ანაზღაურება პროდუქციის ფაქტობრივ ფასზე იყო დამოკიდებული, დღეს „ალდაგი“ ახერხებს კლიენტებს თანხა აუნაზღაუროს ზარალისთანავე, პოლისში დაფიქსირებული ფასის შესაბამისად. ამ სქემის დახმარებით, ფერმერები თანხას ზარალის დადგომისთანავე იღებენ, რაც მათ საქმიანობაში რისკებს ამცირებს და საშუალებას აძლევს, შეუფერხებლად გააგრძელონ მეურნეობა.

„საკმაოდ სერიოზული იყო წლევანდელი სტიქია. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში მოვახერხეთ ზარალის აღწერა, ჩვენი კლიენტების მომსახურება და ამჟამად ვასრულებთ თანხების ჩარიცხვის პროცესს. მოხარული ვართ, რომ ფერმერებს დროულად ვეხმარებით, რათა მათ შეძლონ გააგრძელონ თავისის საქმიანობა სერიოზული დანაკარგების გარეშე. ზოგადად დაზღვევის მომხმარებელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და ჩვენი გლეხებიც დარწმუნდნენ, რომ ფერმერული საქმიანობა დაზღვევის გარეშე ძალიან მაღალი რისკის მატარებელია“,- აცხადებენ „ალდაგში“.

„ალდაგს“ აგრო სექტორში სულ 17 მილიონ ლარზე მეტი აქვს ანაზღაურებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა