უკრაინელმა სამართალდამცავება დააკავეს მამაკაცი, რომელიც ბანკის შენობის აფეთქებით იმუქრებოდა

უკრაინელმა სამართალდამცავება დააკავეს მამაკაცი, რომელიც კიევში მდებარე „უნივერსალ ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და შენობის აფეთქებით იმუქრებოდა,- უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა.

„ტერორისტი ავიყვანეთ. აფეთქება არ მომხდარა. დანარჩენს სასამართლო გადაწყვეტს,“- წერს გერაშჩენკო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

შეგახსენებთ, დღეს კიევის ცენტრში მდებარე „უნივერსალ ბანკის“ ფილიალში ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა, რომელიც აცხადებდა, რომ ზურგჩანთაში ბომბი ჰქონდა და შენობის აფეთქებებით იმუქრებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი პირდაპირ ეთერში განცხადების გაკეთებას და 40 000 უკრაინულ გრივნას ითხოვდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ მამაკაცი ეროვნებით უზბეკი, 32 წლის სუხრობ კარიმოვია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა