ჯანმო-ს ხელმძღვანელი - არ არსებობს საშუალება, რაც კორონავირუსთან დაკავშირებულ პრობლემას მყისიერად გადაჭრის და ეს, შესაძლოა, არც მომავალში გამოჩნდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ არ არსებობს საშუალება, რაც კორონავირუსთან დაკავშირებულ პრობლემას მყისიერად გადაჭრის და ასეთი საშუალება, შესაძლოა, არც მომავალში გამოჩნდეს.

„რამდენიმე ვაქცინაზე კლინიკური ცდების მესამე ფაზა მიმდინარეობს და ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ გვექნება ეფექტური ვაქცინები, რომელიც ადამიანებს ვირუსის პრევენციაში დაეხმარება. მაგრამ ამ დროისთვის ვერცხლის ტყვია არ არსებობს და შესაძლოა, არც არასდროს იარსებოს,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 18 272 018 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 11 469 863 და დაღუპულია 693 587 ადამიანი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა