დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - როცა დადასტურებული არ არის თვითმკვლელობის ფაქტი, ეკლესია კაცთმოყვარეობიდან გამომდინარე ყველაზე უფრო სანუგეშო გადაწყვეტილებას იღებს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, როდესაც თვითმკვლელობის ფაქტი დადასტურებული არ არის ეკლესია კაცთმოყვარეობიდან გამომდინარე სანუგეშო გადაწყვეტილებას იღებს. ამის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილისთვის წესის აგების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

ჯაღმაიძის განმარტებით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს მეუფე შიოს შეხვდა, მათ სურვილი გამოთქვეს, რომ წესის აგებასთან დაკავშირებით პატრიარქს „სანუგეშო გადაწყვეტილება“ მიეღო.

„დღეს იყო მოსული ოჯახი. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს ამ ძალიან მძიმე განსაცდელში. ოჯახი იყო მოსული, გარემოებები მოგვიყვა. შეხვედრა იყო მეუფე შიოსთან და მათი სურვილი იყო, წესის აგების საკითხზე პატრიარქს მათთვის სანუგეშო გადაწყვეტილება მიეღო. პატრიარქმა ნება დართო წესის აგებისთვის და ეს მათთვის ნუგეშია. ღმერთმა აცხოვნოს, ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს ახალგაზრდა გოგონას, რომელიც ასე ტრაგიკულად წავიდა.

ზოგადად, როცა დადასტურებული არ არის თვითმკვლელობის ფაქტი და იქ მოტივსაც მნიშვნელობა აქვს, მაშინ ეკლესია იღებს თავისი კაცთმოყვარეობიდან გამომდინარე, ყველაზე უფრო სანუგეშო გადაწყვეტილებას მისი სულისათვის, მისი ოჯახისათვის. ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, ვერავინ ერთმნიშვნელოვნად ამაზე ვერ დადებს თავს, ამიტომ ასეთ ვითარებაში ეკლესია რა გადაწყვეტილებასაც იღებს, სწორედ მისი შესაბამისი ნებართვა გასცა პატრიარქმაც“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი