აშშ-ში კორონავირუსის 45 585 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 542 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 45 585 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4 713 540-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში „კოვიდ 19“-ს კიდევ 542 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 155 402-ს მიაღწია.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში რამდენიმე საათის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემია შესუსტდა. მისივე თქმით, ქვეყანამ „კოვიდ 19“-თან ბრძოლაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ინფიცირების შემთხვევები წინა კვირასთან შედარებით 6%-ით შემცირდა. „დამაიდებელი ნიშანია, ძალიან დამაიმედებელი, უნდა აღვნიშნო, რომ ვირუსი უკან იხევს,”- განაცხადა ტრამპმა.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა