თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, თუ საქმეში FBI არ ჩაერთვება, შიმშილობას დაიწყებს

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ თუ მისი შვილის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან გამოხმაურება არ იქნება და საქმეში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო არ ჩაერთვება, ის შიმშილობას დაიწყებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახის მოთხოვნა საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან პირადად შეხვედრაა.

„რადგან საქართველოს მთავრობა უძლურია ჩემი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებაში, გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართულობას მოვითხოვ. ასევე მოვითხოვ კელი დეგნანთან შეხვედრას, რომ ამერიკელმა ხალხმა გულთან ახლოს მიიტანოს ჩემი შვილის მკვლელობის ამბავი და გვერდში დამიდგნენ, რადგან მაღალჩინოსნები არიან მკვლელები და მე სამართალს ვერასდროს მივაღწევ. ამერიკელო ხალხო, გთხოვთ დამიდგეთ გვერდში.

ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, საქართველოს მთავრობამ უარი არ თქვას FBI-ის ჩართულობაზე. მინდა უშუალოდ კელი დეგნანთან შეხვედრა, რომელიც სავარაუდოდ დედაა და მასაც შვილები ჰყავს. გეხვეწებით, გემუდარებით, გიჩოქებთ. სამართალს ვერ მივაღწიე.

თუ არანაირი გამოხმაურება არ იქნება, პირადად ამ საელჩოს წინ ვაპირებ შიმშილობის დაწყებას. ველოდები 3 დღის მანძილზე, გაგზავნილია ოფიციალურად წერილი და თუ არ მოხდება FBI-ის ჩართულობა, მთელი ქვეყნის წინაშე ვაცხადებ, პირადად დავჯდები აქ და შიმშილობას გამოვაცხადებ", - განაცხადა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა