იან ჰომერის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

საბურთალოს რაიონში, იან ჰომერის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, სამუშაოების შედეგად, 500 გრძივ მეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და 4 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორი ფენა საფარი დაიგო.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

„ჰომერის ქუჩაზე რთული მდგომარეობა იყო, მოსახლეობას წლების განმავლობაში გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ახლა კი, მოწესრიგებული გზით ისარგებლებენ. მიმდინარე წელს, დიდი დიღმის კერძო დასახლებაში უკვე ოთხი ქუჩა კეთილმოეწყო“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან 600 000 ლარი გამოიყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, კომპანიამ „L&L” შეასრულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა