ნაძალადევის რაიონში, პარტია „თავისუფალი საქართველო“ მაჟორიტარ კანდიდატად გია ყრუაშვილს 9 აგვისტოს წარადგენს

“თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, მათი პარტია საქართველოს პარლამეტში გია ყრუაშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს, რომელიც „პრინციპული ადამიანია და პროფესიონალიზმით, ქვეყნისადმი ერთგულებით გამოირჩევა“.

მისი შეფასებით, ნაძალადევის რაიონის მოსახლეობა გია ყრუაშვილის მხარდაჭერით, პარლამენტში ეროვნული ძალების გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რაც დღეს საქართველოს სჭირდება.

„თავისუფალი საქართველო“-ს მაჟორიტარი დეპუტატის გია ყრუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი ეროვნული ძალებით უნდა დაკომპლექტდეს.

„დღეს საკანონმდებლო ორგანო ნეოლიბერალი დეპუტატებისგან შედგება, რომლებმაც ქვეყნის განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხეს. ისინი ერთმანეთში პორტირებული ჯგუფები არიან, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ნაძალადევის რაიონის მოსახლეობის შესაბამისი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მზად ვარ ქვეყნის განვითარებისთვის პარლამენტიდან ვიბრძოლო და ეროვნული ძალების კონსოლიდაციას შევუწყო ხელი“, - განაცხადა გია ყრუაშვილმა.

ნაძალადევის შემდეგ, „თავისუფალი საქართველო“ დეპუტატობის მაჟორიტარ კანდიდატს, ასევე დიდუბის რაიონში წარადგენს.

პარტიის ცნობით, კანდიდატის ოფიციალური წარდგენა 9 აგვისტოს იგეგმება.

ინფორმაციას “თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა