სამინისტრო - გორის პროფესიული კოლეჯი „განთიადი“  სოფლის მეურნეობის მიმართულებით დუალურ პროგრამებს წარმატებით ახორციელებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა გორის პროფესიულ კოლეჯ „განთიადში“ აგრარული მიმართულების დუალური პროგრამების განხორციელებაში ჩართულ პარტნიორ დამსაქმებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის მიზანი იყო არსებული თანამშრომლობის შეფასება, სამომავლო გეგმების განხილვა და ახალი დუალური პროგრამების დანერგვის საჭიროებებზე მსჯელობა.

„თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობა არის არსებითი პროფესიული განათლების განვითარებისა და დასაქმების კუთხით. სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშესაწყობად მნიშვნელოვანია ფერმერული ასოციაციების ჩართულობა დუალური პროგრამების განხორციელების პროცესში. მინისტრის მოადგილის თქმით, კოლეჯ „განთიადს“ აქვს პოტენციალი, მეტი პროგრამა შესთავაზოს როგორც აქტიურ ფერმერებს გადამზადებისთვის, ასევე ახალგაზრდებს.

კოლეჯი „განთიადი“ ათ გრძელვადიან და ხუთ მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამას ახორციელებს, მათ შორის სამ დუალურ პროგრამას სოფლის მეურნეობის მიმართულებით: მეხილეობა, მეფუტკრეობა და მებოსტნეობა.

2020 წლის 10 აგვისტომდე პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: www.vet.emis.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა