ამირან გამყრელიძე - პირველი შემთხვევა იყო, პანდემიის პირობებში ერონული გამოცდები და ჩვენ ეს გამოცდა წარმატებით ჩავაბარეთ, ინფექცია არ გავრცელებულა

პირველი შემთხვევა იყო და ჩვენც გამოცდილებას ვიღებდით, პანდემიის პირობებში როგორ ჩატარებულიყო ერთიანი ერონული გამოცდები და მინდა გითხრათ, რომ წარმატებით ჩავაბარეთ ჩვენც ეს გამოცდა, არ გვქონია ინფექციის გავრცელება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ გამოცდებზე საზოგადოების თავშეყრა იყო, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია არ გაუარესებულა.

„ეროვნული გამოცდები პანდემიის პირობებში იყო ყველაზე დიდი თავშეყრა ახალგაზრდობის. ძალიან კარგი პარტნიორობა იყო განათლების და ჯანდაცვის სექტორების და ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის. დიდი ხნით ადრე იყო სამუშაო ჯგუფი შექმნილი, რომელმაც შეფასების და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად დეტალურად გაწერა ყველა ეპიდსაწინააღმეგო ღონისძიება, თუ როგორ უნდა ჩატარებულიყო მშვიდ ვითარებაში ეროვნული გამოცდები, რომ მაქსიმალურად დაგვეზღვია ეპიდსიტუაციის გაუარესება და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენც ეს გამოცდა კარგად ჩავაბარეთ ერთობლივად, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, განათლების სამინისტრომ და ჯანდაცვის სექტორმა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ