რომის პაპი - ვილოცოთ ლიბანისთვის, რომ ქვეყანა მედგრად დახვდეს უკიდურესად ტრაგიკულ მომენტს

რომის პაპი ფრანცისკე საერთაშორისო საზოგადოებას ლიბანისა და მასშტაბური აფეთქების დროს დაზარალებული მოსახლეობისთვის ლოცვისკენ მოუწოდებს.

„გუშინ, ბეირუთში, პორტთან ახლოს მასშტაბური აფეთქება მოხდა, რამაც ათობით ადამიანის სიკვდილი, ათასობით ადამიანის დაშავება და სერიოზული ნგრევა გამოიწვია. მოდით, ვილოცოთ მსხვერპლთათვის და მათი ოჯახებისთვის, მოდით, ვილოცოთ ლიბანისთვის, რომ ის მთელი მისი სოციალური, პოლიტიკური და რელიგიური სფეროების რესურსების მობილიზების წყალობით, მედგრად დახვდეს უკიდურესად ტრაგიკულ და მტკივნეულ მომენტს და საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით გადალახოს მის წინაშე არსებული მწვავე კრიზისი“, - განაცხადა რომის პაპმა ტრადიციული აუდიენციის დროს.

შეგახსენებთ, ბეირუთში გუშინ მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 4 000-მდე გაიზარდა. ლიბანის ოფიციალური პირები მომხდარს ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობს უკავშირებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა