საბერძნეთის პრემიერი მოსახლეობას ახალი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, ბერძნებმა კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო წესები ამიერიდან კიდევ უფრო მკაცრად უნდა დაიცვან, ვიდრე ოდესმე. აქვე პრემიერი მოსახლეობას ახალი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს, თუკი კორონავირუსის დღიური შემთხვევების ზრდის შემაშფოთებელი ტენდენცია არ შემცირდება.

„გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც არსებითად განსხვავდება პირველი ტალღის დროს არსებული სიტუაციისგან. ეს საკითხი ჩვენ გვაღელვებს. წესების მკაცრი დაცვა ამიერიდან, ამ გადამწყვეტ მომენტში, კიდევ უფრო აუცილებელია, რათა თავიდან ავიცილოთ აგვისტოში შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა, რამაც შეიძლება საზოგადოებაში ფართო გავრცელება გამოიწვიოს და შესაძლო ახალი შეზღუდვების დაწესებამდე მიგვიყვანოს, რაც ჩვენს ეკონომიკასა და საზოგადოებას დააზიანებს.

ვიდრე მეცნიერები არ აღმოაჩენენ ასე სასურველ ვაქცინას და წამალს, ნორმალური ცხოვრების წესი, რაც იყო თებერვლამდე, უბრალოდ არ იარსებებს. ამიტომ ნებისმიერი სახის თვითკმაყოფილება გაუმართლებელია“, - აღნიშნა მიცოტაკისმა.

ცნობისთვის, საბერძნეთში 4 აგვისტოს კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 22 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. საბერძნეთში ამ დრომდე ვირუსის 5 000-მდე შემთხვევაა ოფიციალურად დადასტურებული, 209 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა