გიორგი ვაშაძე - წამლებზე ფასები 30%-ით აუცილებლად უნდა გაიაფდეს, რისთვისაც გამჭვირვალობის ევროპული სტანდარტი გვინდა, დავნერგოთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გუნდთან ერთად „კლინიკა MMT-მა“ მოინახულა და იქ არსებულ მკურნალობის უახლოეს მეთოდებს გაეცნო.

ვაშაძის თქმით, მთავარ საკითხად ონკოლოგიურ დაავადებებზე მკურნალობის ხელმისაწვდომობის პრობლემა რჩება.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განცხადებით, წამლის საყიდლად პენსიონერს ბანკში სესხის აღება არ უნდა სჭირდებოდეს და პირველი, რასაც არჩევნებში მოსვლის შემდეგ შეცვლის არის ის, რომ ონკოლოგია სრულად დაფინანსდება, პრევენციული გამოკვლევებიდან დაწყებული, მკურნალობითა და რეაბილიტაციით დასრულებული.

„ჩვენი მთავარი საკითხი არის, პირველი - ონკოლოგიური დაავადებები, მისი მკურნალობა და უახლესი ტექნოლოგია, რომელიც აქ, საქართველოში არის. მეორე, დაფინანსებაზე წვდომა, რადგან არასწორი სტრატეგიით არის აგებული. ამ ტიპის ახალ ტექნოლოგიებზე პაციენტებს ხელი არ მიუწვდება. ჩვენ ჩვენს გუნდთან და მანანა ჯებაშვილთან ერთად ჩამოვაყალიბეთ ონკოლოგიის სტრატეგია და ცალსახად ვამბობთ, რომ როგორც კი ჩვენ არჩევნებით შევცვლით ხელისუფლებას, პირველი, რასაც გავაკეთებთ არის ის, რომ ონკოლოგია სრულად უნდა დაიფაროს პრევენციული გამოკვლევებიდან დაწყებული, უმაღლესი სტანდარტის დიაგნოსტიკით გაგრძელებული, მკურნალობით დამთავრებული და შემდგომ უკვე რეაბილიტაციით, რომ ადამიანებს არ უწევდეთ გამგეობებში სირბილი. ვითომ არაფერია 180 ლარი, მაგრამ ხალხს არ აქვს ეს 180 ლარიც. წამლებზე ფასები აუცილებლად უნდა გაიაფდეს 30%-ით, რისთვისაც გამჭვირვალობის ევროპული სტანდარტი გვინდა დავნერგოთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჯამური ბიუჯეტი იმისა, რაც იხარჯება ჯიბიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დიდი ნაწილი მიდის წამლებზე, რომელიც არის საშუალოდ მოგების 102 % საქართველოში, მაშინ როცა ნორმალურ ქვეყნებში არის 20%. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს თანხები, რაც გამოთავისუფლდება შესაძლებელი იქნება მივმართოთ იქით, რაც ხალხს სჭირდება და აღარ იქნება ისე, რომ პენსიონერი მივიდეს და წამლის საყიდლად სესხი გამოიტანოს. აი, ეს არის ჩვენი მიმართულება და გპირდებით, რომ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. დარჩა სულ რაღაც 2-3 თვე“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

აღნიშნულ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელის“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა