სალომე ზურაბიშვილი ლაილაშის ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული განვითარების საკითხთან დაკავშირებით ებრაულ თემს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა ლაილაშის ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული განვითარების მიზნით ებრაულ თემთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, აღნიშნული ინიციატივით პრეზიდენტი ლეჩხუმში, სოფელ ლაილაშის სინაგოგის დათვალიერების შემდეგ გამოვიდა, რომელმაც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ბიბლია - ლაილაშის ბიბლია შემოინახა და რომელიც დღეს კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული.

„როგორც ცნობილია, ლაილაშში საუკუნეების განმავლობაში მძლავრი ებრაული თემი ცხოვრობდა, რასაც სინაგოგა და ებრაული სასაფლაოც მოწმობს.

პრეზიდენტი დღეს საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმს ეწვია და ებრაელი თემის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა, რომელზეც საქართველოში ებრაული სათვისტომოს წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს ჩაერთონ ლაილაშის განვითარების პროცესში და თავისი წვლილი შეიტანონ ამ წამოწყებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია