პრემიერი - არჩევნები არის მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ჩვენ ჯერ კიდევ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვებრძვით კრიზისს

არჩევნები არის მიმდინარე პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ჩვენ ჯერ კიდევ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვებრძვით კრიზისს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, დღეს დაანონსებული სოციალური დახმარებები წინასაარჩევნოდ მოსყიდვას ხომ არ ემსახუება.

გახარიას თქმით, სოციალური დახმარების მესამე ეტაპი არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს და ეს დახმარება გარკვეული სოციალური ჯგუფებისა და ბავშვების დახმარებას ემსახურება.

„ჩვენ ამ კრიზისის პირველივე დღიდან ვთქვით, რომ კრიზისის ხანგრძლივობიდან გამომდინარე ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერა მოქალაქეების სოციალური ფართო წრეების, იქნება გონივრული და თანმიმდევრული. მე რომ პარლამენტში ტრიბუნაზე ვიდექი, პირველი პრეტენზია იყო ასე, ცოტათი რატომ ეხმარებით მოქალაქეებს.

ჩვენთვის მთავარი არის ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც დღეს სამწუხაროდ, ოჯახში შემოსავალი შეუმცირდათ და უბრალოდ უჭირთ. შესაბამისად, ახლა ჩვენი ამოცანა არის მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარება. ჩვენ ვიცოდით, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მსგავსი სპეკულაციები იქნებოდა და ამიტომ გავაკეთეთ ადრე. თორემ გონივრულად რომ წავსულიყავით, ცოტა უფრო პასუხისმგებლიანი, თანმიმდევრული, ეფექტური ოპოზიცია რომ გვყავდეს, ეს შეიძლებოდა გაკეთებულიყო აგვისტოს ბოლოს. ამიტომ უფრო ვიჩქარეთ და არანაირი კავშირი არ არის. ამ დახმარების მიზანია კონკრეტული სოციალური ჯგუფების და პირველ რიგში ბავშვების დახმარება “, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა