ჯანდაცვის მინისტრი - მალე დაიწყება მასშტაბური კვლევა ქვეყნის მასშტაბით, რათა გამოვლენილი იყოს ყველა ის შესაძლო პაციენტი, ვისაც კოვიდი უსიმპტომო ფორმით აქვს გადატანილი

მოქალაქეებს თხოვნით მივმართავ, როგორც დღემდე მაღალი დამყოლობით შეასრულებს რეკომენდაციები, დღესაც გაითვალისწინონ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, არის რეგიონები, სადაც მოქალაქეებთან თანამშრომლობა რთულდება, რაც ვირუსის გამოვლენაზე აისახება.

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არის საყურადღებო, მაგრამ სტაბილური, ვინაიდან, ჩვენი მხრიდან არის მართული. სულ მალე დაიწყება მასშტაბური კვლევა ქვეყნის მასშტაბით, რათა გამოვლენილი იყოს ყველა ის შესაძლო პაციენტი, ვისაც კოვიდი უსიმპტომო ფორმით აქვს გადატანილი.

მე, რა თქმა უნდა, მესმის ჩვენი მოქალაქეების გაღიზიანება, მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ, პანდემია არის გლობალური მოვლენა, რომელსაც კავშირი აქვს ადამიანის ჯანმრთელობასთან და ასევე, ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობასთან, აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ, ჩვენს მოქალაქეებს თხოვნით მივმართავ, როგორც დღემდე მათ მოთმინებით და მაღალი დამყოლობით შეასრულებს ყველა ის რეკომენდაციები, რომლებსაც ჩვენ გავცემთ, დღესაც გაითვალისწინონ ყოველივე ეს, ვინაიდან ამაზეა დამოკიდებული ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა“,-განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე განცხადებით, კარანტინის 2 კვირიანი ღონისძიების მოხსნა ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული.

„ჩვენ ამას ყოველ ორ კვირაში ერთხელ განვიხილავთ არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ ამაში მსოფლიოს ყველა მეცნიერია ჩართული. დგინდება გარკვეული ქვეყნების სია და ამის მიხედვით განისაზღვრება, რომელ ქვეყანასთან რა ღონისძიების მიღებაა საჭირო. დღევანდელი ვითარებით, იმ ქვეყნებთან, ვისთანაც ე.წ. მწვანე კორიდორები გვაქვს, გარკვეული მგზავრები სავალდებულო საკარანტინო პირობებს გადიან, გარკვეული მგზავრები გადიან შერჩევით ტესტირებას და ბიზნესვიზიტორებს საშუალება აქვთ ყოველ 72 საათში ჩაიტარონ ტესტირება“,-აღნიშნა მინისტრმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ