გიორგი პერტაია - უახლოეს მომავალში სავაჭრო პალატა წარმოგიდგენთ საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და ქართველი მეწარმეების პოპულარიზაციის ახალ პროექტს

უახლოეს მომავალში პალატა წარმოგიდგენთ საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და ქართველი მეწარმეების პოპულარიზაციის ახალ პროექტს, - ამის შესახებ სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა.

როგორც გიორგი პერტაიამ განაცხადა, ბიზნესი მიუთითებს პრობლემებზე ნაწარმის ცნობადობისა და გაყიდვების ნაწილში.

„ბევრი მეწარმის თანახმად, პროდუქციის წარმოებაში ისინი იღებენ მხარდაჭერას, მაგრამ პრობლემები აქვთ მათი ნაწარმის ცნობადობისა და გაყიდვების ნაწილში. დღესდღეობით ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია ონლაინ სივრცესა თუ სოციალური ქსელების ჭრილში. ამ მიზნით, უახლოეს მომავალში პალატა წარმოგიდგენთ საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და ქართველი მეწარმეების პოპულარიზაციის ახალ პროექტს. აღნიშნული პროექტიც განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე და მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მეწარმეს შეეძლება”,-განაცხადა გიორგი პერტაიამ.

სავაჭრო პალატას სურვილი აქვს განახორციელოს პროექტი ელექტრონული კომერციის მიმართულებით, რომელიც განსაკუთრებით რეგიონებში შეუწყობს ხელს ამ კუთხით ბიზნესის გაძლიერებას.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა