თამარ ბაჩალიაშვილის დედა - პროკურატურაში მივიღე დაპირება, რომ FBI იქნება ჩართული ნებისმიერ ექსპერტიზაზე, რასაც მოვითხოვ

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, პროკურორისგან მიიღეს დაპირება, რომ გამოძიებაში ფედერალური ბიურო ჩაერთვება და რომ საგამოძიებო პროცესში ყველა კითხვას პასუხი პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ გაეცემა.

როგორც გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურაში მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გარდა თვითმკვლელობისა, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თვითმკვლელობის ინსცენირების ვერსიითაც მინდინარეობს.

“მივიღე დაპირება, რომ FBI აუცილებლად იქნება ჩართული ნებისმიერ ექსპერტიზაზე, რასაც მოვითხოვ და მხოლოდ თვითმკვლელობაზე საუბარი ზედმეტად მიიჩნია. ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება და უნდა განვიხილოთ ყველა ვერსია”, - განაცხადა თამაზაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა