ბეირუთში ანტისამთავრობო აქციების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა.

მედიის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა სხვადასხვა ნივთს ცეცხლი წაუკიდეს, მაღაზიები დაარბიეს და პოლიციას ქვები დაუშინეს. სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

მოქალაქეები ქალაქში მომხდარ აფეთქებას აპროტესტებენ, ხელისუფლებას გულგრილობაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, ბეირუთში სამი დღის წინ მომხდარ ძლიერ აფეთქებას სულ მცირე 157 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 5000-ს აღწევს. ქვეყნის ოფიციალური პირები მომხდარს ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობს უკავშირებენ, სადაც, მათი განმარტებით, 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი 6 წლის განმავლობაში უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე ინახებოდა. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 16 პირი დააკავეს.

იხილეთ ვიდეო: ბეირუთში ანტისამთავრობო აქციების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი