თბილისი -კოჯორის გზატკეცილზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ თბილისი-კოჯორის გზატკეცილზე, 530 მეტრზე გრძივი სანიაღვრე არხების მშენებლობა დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე პირველად მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ადგილობრივ მოსახლეობას კი, წლების განმავლობაში სანიაღვრე სისტემის არარსებობით გამოწვეული პრობლემები მოუგვარდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, გაკეთდება ბეტონის 150 მეტრის არხი. ასევე, 150 გრძივ მეტრზე - 300 და 400 მმ-იანი გოფრირებული მილები, ხოლო 120 გრძივ მეტრზე ფოლადის მილები მოეწყობა. პროექტით, ასევე გათვალისწინებულია 22 ჭის, მოაჯირისა და ბორდიურის მოწყობაც.

უწყების ინფორმაციით, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია შპს „ვიაპი +“ ასრულებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარი არის გათვალისწინებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა