ბადრი ბასიშვილი - მჯერა, რომ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ, რუსეთი ჩვენს ტერიტორიას მალე დატოვებს

„ცხინვალი ჩვენ არ დაგვიბომბავს", „მე მახსოვს აგვისტოს დღეები", „რუსეთი ოკუპანტია" - ამ ლოზუნგებით 2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ერგნეთში ჩავიდნენ და მოსახლეობასთან ერთად, რუსეთის ოკუპაცია გააპროტესტეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბადრი ბასიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მშვიდობიანი გზებით საქართველო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს დაიბრუნებს.

„12 წლის წინ, აგვისტოს პირველი რიცხვებიდან, ცხინვალის რეგიონის სოფლების ინტენსიური დაბომბვა მიმდინარეობდა.7 აგვისტოს კი, ქართულ სოფლებზე საჰაერო იერიში დაიწყეს და ფაქტობრივად მშვიდობიანი მოსახლეობის ყოფნა შეუძლებელი იყო.

ჩვენ რუსეთი ოკუპაციას ვაპროტესტებთ. მე მჯერა, რომ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ.

რუსეთი ჩვენს ტერიტორიას მალე დატოვებს და მშვიდობიანი გზით ტერიტორიებს დავიბრუნებთ',' - განაცხადა ბადრი ბასიშვილმა.

ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა