ნათია თურნავა - პანდემიის გამო ეკონომიკა შემცირდა და შემცირდება, შესაბამისად, ინვესტიციებიც გართულდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მიმდინარე წლის 6 თვეში „ბიზნესისთვის ასი საინვესტიციო შეთავაზების“ პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 75 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა.

როგორც ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ საინვესტიციო პროცესები შეანელა, მიმდინარე წელს სახელმწიფო ქონების პრივატიზების დინამიკა დადებითია და მიმდინარე წლის ორ კვარტალში პრივატიზებული ქონების ღირებულება, გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს აღემატება.

„რა თქმა უნდა, პანდემიამ ბევრი პროცესი შეაფერხა, რაც დაკავშირებულია ინვესტირებასთან. პრივატიზაცია ინვესტირების ნაწილია. კერძო კომპანიები იძენენ მიწას, შენობებს, რომ შემდეგ კომერციული ობიექტი ააშენონ. ვინაიდან, მთლიანობაში პანდემიის გამო ეკონომიკა შემცირდა და შემცირდება, შესაბამისად, ინვესტიციებიც გართულდება, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იმდენად კარგი ინერცია ჰქონდა ამ პროცესს, როდესაც გასული წლის შემოდგომაზე 100 ქონების პრივატიზების პროგრამა დავაანონსეთ, რომ იმ ინერციითაც კი სამ თვეში იმაზე 3-ჯერ მეტი ღირებულების ქონება გავყიდეთ, ვიდრე 2019 წლის პირველ კვარტალში. პირველი 6 თვის მონაცემებით, ასი ქონების პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით 75 მილიონი ლარის ღირებულების ქონებაა გაყიდული. 2020 წლის პირველ 6 თვეში, უკვე გადავაცილეთ გასული წლის 6 თვეს. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, შემცირება არ გვექნება, თუმცა ამისი თქმა რთულია, რადგან ბევრი რამ პანდემიაზეა დამოკიდებული“, - აღნიშნა მინისტრმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი