მარინა ეზუგბაია - კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა არის იმპორტირებული

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს დამატებული კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია, მათ შორის 2 პაციენტი, ვისაც ვირუსის არსებობა დაუდასტურდა სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

„გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში იყო 1213 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა მხოლოდ 3 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მხოლოდ 2-ით გაიზარდა და გახდა 996. ამ მონაცემებით, დღევანდელ დღეს კოვიდცენტრებში მკურნალობს 241 კოვიდდადასტურებული პაციენტი. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა არის 82%.

ეს სამივე დადასტურებული ახალი შემთხვევა არის იმპორტირებული ანუ შემოტანილი შემთხვევები და აქედან 2 სატვირთო მანქანის მძღოლია. ჩვენს ცენტრში უცვლელი მდგომარეობაა, გუშინ იყო 31 დადასტურებული პაციენტი, ახალი არ შემოსულა, არც გამოჯანმრთელებულა. მათი მდგომარეობა ფასდება საშუალო და საშუალოზე მსუბუქად,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი