ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსი რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ერთ-ერთი სამედიცინო პერსონალი, რომელიც კორონავირუსით დღეს დაინფიცირდა, ერთდროულად რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ გამყრელოძემ განმარტა, მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებისა, რომ სამედიცინო პერსონალს ერთდროულად რამდენიმე ადგილზე არ ემუშავა, ეს წესი მაინც დაირღვა.

„სამინისტროდან რამდენჯერმე უკვე იყო მითითება სამედიცინო დაწესებულებებისადმი, რომ სამედიცინო პერსონალის ორ ან მეტ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის ფაქტები არ ყოფილიყო. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, მაინც გვაქვს ასეთი ფაქტი. ერთ-ერთი სამედიცინო პერსონალი, რომელიც დღეს არის დაინფიცირებული, სწორედ რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა უმცროს სამედიცინო პერსონალად. ამიტომ, კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ სამედიცინო დაწესებულებებს, რომ კორონავირუსული ინფექციის ეპიდემიის პერიოდში სამედიცინო პერსონალის რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობა დაუშვებელია, ეს ინფექციის გავრცელების რისკს ზრდის“,-განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც აღნიშნული პიროვნება მუშაობდა, ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა და კონტაქტების გამოვლენა მიმდინარეობს.

„მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა, კონტაქტების გამოვლენა და მათი იზოლირება“,-განმარტა გამყრელიძემ.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, ხომ არ იგეგმება სამედიცინო დაწესებულებებში ზომების გამკაცრება, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ რადგან მედიკოსების მხრიდან რამდენიმე ადგილზე მუშაობის წესი ირღვევა, შესაძლოა, ამ მხრივ რეგულაციები გამკაცრდეს.

„ზომები უკვე გამკაცრებულია. ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენჯერმე მოუწოდა სამედიცინო დაწესებულებებს, რომ არ არის დასაშვები სამედიცინო პერსონალის ერთდროულად რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდეს. ამის მიუხედავად, მაინც ირღვევა ეს წესი და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გამკაცრდება ამ მხრივ რეგულაციები“, - განმარტა გამყრელიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ