დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის კონტაქტების შესწავლა მიმდინარეობს

კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსი, ერთდროულად 4 კლინიკაში მუშაობდა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ექიმი გორში, მცხეთასა და თბილისშია დასაქმებული.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის, ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ, რომ დეტალურად მოხდეს ინფიცირებული ექიმის კონტაქტების დადგენა.

,,მუშაობა მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში, ვატარებთ ღრმა ეპიდკვლევებს, დეტალურად ვსწავლობთ ყველა შესაძლო კონტაქტს, რომ დადგინდეს ინფიცირებულთან პირდაპირი და არაპირდაპირი კავშირები. კონტაქტი ბევრია, თუმცა კონკრეტულ ციფრებსა და სურათზე ჯერ ვერაფერს გეტყვით, შესწავლის პროცესში ვართ და დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით“, - აღნიშნა ეკა ქორჩაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ