სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში, კორონავირუსის 255 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 40 410-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 791 -ს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 32 520 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ამჟამად კი 6 871 ადამიანი მკურნალობს.