ჩინეთში კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დადასტურდა,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, ახალი შემთხვევებიდან 35 იმპორტირებულია, დანარჩენი კი- შიდა გადაცემის შედეგია.

გარდა ამისა ქვეყანაში კორონავირუსი 31 უსიმპტომო პაციენტსაც გამოუვლინდა.

ცნობისათვის, ჩინეთში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსით ინფიცირების 84 668 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 4 634 ადამიანი დაღუპულია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა