პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები მინსკს დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებენ

პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტები ანჟეი დუდა და გიტანას ნაუსედა ბელარუსს დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ, ძალადობაზე უარის თქმისკენ და ადამიანის უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებენ, - “დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ორი პრეზიდენტის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„გვჯერა, რომ დიალოგი სოციალური განვითარების ხელშეწყობისა და რეფორმებისა და პოლიტიკის განხილვის საუკეთესო გზაა“,- აღნიშნულია ორი ქვეყნის ლიდერების განცხადებაში.

ანჟეი დუდასა და გიტანას ნაუსედას განმარტებით, მათ მიაჩნიათ, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა ბელარუსისთვის ხელსაყრელია და სურთ, რომ ამ თანამშრომლობისთვის კარი ღია დარჩეს, თავად ბელარუსმა კი ერთიან ევროპულ ოჯახთან ურთიერთობების გაძლიერება გააგრძელოს.

შეგახსენებთ, გუშინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მას შემდეგ რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა, ბელარუსის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. ეგზიტპოლების თანახმად, არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა თითქმის 80%-მა დაუჭირა მხარი. დემონსტრაციები უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებაში გადაიზარდა. ძალოვანებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. არიან დაკავებულები და დაშავებულები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა