პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ბელარუსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგანგებო სამიტის ჩატარების ინიციატივით გამოდის

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ევროპული კომისიისა და ევროპული საბჭოს ლიდერებს მოუწოდა ბელარუსში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საგანგებო სამიტის ჩაატარონ - ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ძალადობას და ბელარუსის ხელისუფლებას „სიტუაციის ესკალაციის შეწყვეტისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემისკენ მოუწოდებს.“

„ბელარუსში მიმდინარე მოვლენების ფონზე, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არჩევნების შემდგომი დემონსტრაციების სასტიკი ჩახშობის გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს. მკაცრი რეაგირება, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება და თვითნებური დაპატიმრებები მიუღებელია," - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, ლუკაშენკომ ამომრჩევლეთა ხმების 80.23 % მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა ოპონენტმა, სევტლანა ციხანოვსკაიამ – 9.90 %. წუხელ, ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გასულ დემონტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ბელარუსის მასშტაბით 100-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა