კახა კალაძე - ჩვენი საარჩევნო კამპანია  ორიენტირებული იქნება მომავალზე, სამომავლო ხედვებზე, გეგმებზე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, პარტიის საარჩევნო კამპანია სამომავლო გეგმებსა და ხედვებზე იქნება ორიენტირებული.

კალაძის თქმით, საზოგადოებამ შედარება უნდა გააკეთოს, რა იყო წარსულში და რა მდგომარეობაა ახლა.

„ჩვენი საარჩევნო კამპანია იქნება ორიენტირებული მომავალზე, სამომავლო ხედვებზე, გეგმებზე, თუ როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის განვითარება, რას ვპირდებით და რას ვეუბნებით მოსახლეობას, როგორ მოხდება ქვეყნის განვითარება. მაგალითად კახეთი, სადაც დღეს ვიმყოფებით, ეს არის ის რეგიონი, სადაც ძალიან ბევრმა გლეხმა ისარგებლა იმ პროგრამებით, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა განხორციელებული. ეს არის საოჯახო სასტუმროების პროექტები, ფერმერების პროექტები, ვენახების გაშენება, მაშინ, როდესაც ვენახების დაჩეხვაზე იყი პირდაპირი მოწოდებები, დღეს რადიკალურად განსხვავბული მდგომარეობაა. ყველაფერზე შედარება უნდა გავაკეთოთ, რა იყო წარსულში, რა გვაქვს დღეს და საით მივდივართ, როგორი ქვეყანა გვინდა, რომ განვავითაროთ და როგორი ქვეყანა წარმოგვიდგენია ჩვენი საქართველო. შესაბამისად, მთავარი მიმართულება იქნება მომავალზე ორიენტირებული და სამომავლო ხედვები”,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, პარტიამ “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო” თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა