ეკატერინე ტიკარაძე მესტიაზე - ქმედებები დროულად დაიწყო და არ გვაქვს მოლოდინი, რომ პაციენტების მაღალი რიცხვი გვექნება

დაუდგენელი პირველწყარო ამ ეტაპზე არ არსებობს, ჩვენ ვეძებთ ინფიცირებული პაციენტების სავარაუდო კონტაქტებს, რომლებიც შეიძლება იყვნენ გადამტანები, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მესტიაში კორონავირუსით ინფიცირების ახალ შემთხვევებზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, დაბა მესტიაში ინფიცირების პირველად წყაროდ სტუმრად მყოფი მამაკაცი არის მიჩნეული. მისივე თქმით, გამომიდნარე იქიდან, რომ შესაბამისი ქმედებები დროულად განხორციელდა არ არსებობს მოლოდინი, რომ პაციენტების რიცხვი მაღალი იქნება.

„უკვე მობილიზებულია რუხის საავადმყოფო, სადაც შესაძლებელია ყველა შესაძლო პაციენტის განთავსება.

თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ქმედებები დაწყებული იყო დროულად, არ გვაქვს მოლოდინი, რომ პაციენტების მაღალი რიცხვი გვექნება. ძალიან მნიშნველოვანია ჩვენი მოქალაქეების აქტიური ჩართულობა, რათა მოხდეს ოპერატიულად ყველა შესაძლო შემთხვევის გამოვლენა,“ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა