ფონდმა „ქართუმ“ ჯანდაცვის სამინისტროს 4 მლნ ცალი პირბადე გადასცა

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართული კომპანია სამედიცინო პირბადეების წარმოებას აგრძელებს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი წარმოების ოთხი მილიონი სამედიცინო პირბადე, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდმა „ქართუმ“ შეიძინა და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა.

სამინისტროში განმარტავენ, რომ პირბადეები ქართულმა კომპანიამ შეკერა და ისინი უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბებია, რომელიც სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა