თამარ ბაჩალიაშვილის დედა - საქმეს აჭიანურებენ და FBI-ის ჩართვა არ უნდათ

ირაკლი შოთაძემ განაცხადა, ნებისმიერ დროს შეგხვდებით, თუ რამე კითხვა გექნებათო, ვახტანგ გომელაურის განცხადების საფუძველზე კი ახლა ძალიან ბევრი კითხვა მიჩნდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განუცხადა.

აღნიშნულით ის შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადების გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მინისტრმა აღნიშნა, რომ ბაჩალიაშვილის საქმეში FBI საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება.

თეონა თამაზაშვილი მიიჩნევს, რომ პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, რის გამოც, ის გენერალურ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვს.

„საქმეს აჭიანურებენ და FBI-ის ჩართვა არ უნდათ. შოთაძემ თქვა, წერილები უკვე გაგზავნილიაო, თუ წერილები და მოთხოვნა FBI-ში გაგზავნილია, ჩამოიყვანენ და მერე ეტყვიან, საქმეში ჩაგრთავთ, ან არ ჩაგრთავთო? ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, ეს ყველაფერი კი დროის გაჭიანურებას ემსახურება, ამასობაში ექსპერტიზის დასკვნას დადებენ, რომ თვითმკვლელობაა და თვითმკვლელობაზე FBI-ის არ ჩამოიყვანენ“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი დღეს, დღის მეორე ნახევარში შინაგან საქმეთა სამინისტროში მივლენ, სადაც ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებული მასალები უნდა გააცნონ. თამაზაშვილის თქმით, მას უწყებაში ვახტანგ გომელაურის განცხადებასთან დაკავშირებითაც ექნება საუბარი.

იხილეთ ვიდეო: თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით საქმეს აჭიანურებენ და FBI-ის ჩართვა არ უნდათ

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა