პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ 12 აგვისტოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ლელოდან“ აცნობეს.
მათივე ცნობით, მაჟორიტარების წარდგენა 18:00 საათზე, მცხეთაში, არსუკიძის ქუჩაზე მდებარე მოედანზე გაიმართება.
„კანდიდატების წარდგენის ღონისძიებას პარტიის ლიდერების და წევრების გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრებიან “, - აღნიშნულია ინფორმაციაში.