კახა კალაძე - ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ქვეყანაში სიმშვიდის, სტაბილურობის და  უსაფრთხოების გარანტია

ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ქვეყანაში სიმშვიდის, სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტია. ეს ფაქტი ძალიან კარგად გამოჩნდა პანდემიის პირობებშიც,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ლაგოდეხში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წადგენისას განაცხადა. კალაძის განცხადებით, „ქართული ოცნება” არის გუნდი, რომელიც ზრუნავს რეგიონების განვითარებაზე, მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და ეკონომიკური თუ ტურისტული პოტენციალის ათვისების კუთხით უამრავ პროექტსა თუ ბიზნესის თანადაფინანსების პროგრამას ახორციელებს.

„დღეს, ჩვენი პოლიტიკური გუნდი წარმოგიდგენთ მაჟორიტარობის კანდიდატს, ადამიანს, რომელიც საქართველოს პარლამენტში თქვენი წარმომადგენელი, თქვენი ხმა იქნება, ადამიანს, რომელიც ყველა იმ გამოწვევას გაიზიარებს, რაც თქვენს ქალაქს და რაიონს უდგას.

„ქართული ოცნება“ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ქვეყნის განვითარების რეალური ხედვა და ამ ხედვის განხორციელების უნარი გააჩნია. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ქვეყანაში სიმშვიდის, სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტია. ეს ფაქტი ძალიან კარგად გამოჩნდა პანდემიის პირობებშიც, როდესაც გლობალური საფრთხე ხელისუფლებამ ეფექტურად მართა და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა. ამაში, რა თქმა უნდა, თქვენი, რიგითი ადამიანების, მხარდაჭერა, თანადგომა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ამისთვის ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს მინდა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.

ამ ნაკრძალის ტერიტორიაზე მდგომებს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლაგოდეხი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, მოსავლიანი და ბარაქიანი მუნიციპალიტეტია ქვეყანაში და უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი აქვს. სახელმწიფოს მხრიდან მშვიდობა და ხელშეწყობა სჭირდება ამ პოტენციალის სრულფასოვნად ათვისებას, რაც ჩვენი ვალია და დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად, თქვენი მაჟორიტარი კანდიდატის ძალიხმევით ამას აუცილებლად შევძლებთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ. ერთად, საქართველოს წარმატებისთვის!“- განაცხადა კახა კალაძემ.

მმართველმა პარტიამ ლაგოდეხის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინა. წარდგენას „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და ,,ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები ესწრებიან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა