სვეტლანა ტიხანოვსკაია - რთული გადაწყვეტილება მივიღე, არავის ვუსურვებდი ასეთი არჩევანის წინაშე ყოფნას

მივიღე ძალიან რთული გადაწყვეტილება, არავის ვუსურვებდი ასეთი არჩევანის წინაშე ყოფნას, - ამის შესახებ ბელარუსის ოპოზიციონერმა კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

„მეგონა, რომ ამ კამპანიის დროს იმდენად ძლიერი გავხდი, რომ ყველაფერს გავუძლებდი, მაგრამ, ალბათ, ისევ ის სუსტი ქალი ვარ. მივიღე ძალიან რთული გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მე დამოუკიდებლად მივიღე, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ჩემზე გავლენა არ მოუხდენიათ. ვიცი, რომ ბევრი გამიგებს, ბევრი გამაკრიტიკებს, ზოგიერთი კი შემიძულებს, მაგრამ არავის ვუსურვებდი ასეთი არჩევანის წინაშე ყოფნას. გაუფრთხილდით საკუთარ თავს, არც ერთი სიცოცხლე არ ღირს იმის ფასად, არც ახლა ხდება. ბავშვები ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი რამაა“, - განაცხადა ტიხანოვსკაიამ ვიდეო მიმართვაში.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსი დატოვა და ლიეტუვაში გაემგზავრა.

ცნობისათვის, ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ამომრჩეველთა ხმების 80.23% მოიპოვა, ხოლო მის მთავარ მეტოქეს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას - ამომრჩეველთა 9.9%-მა დაუჭირა მხარი.

იხილეთ ვიდეო: არავის ვუსურვებდი ასეთი არჩევანის წინაშე ყოფნას - სვეტლანა ტიხანოვსკაია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა