მიხეილ რამიშვილის განცხადებით, შს მინისტრის განცხადება, თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, გაუგებარია

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გაუგებარია შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადება საქმეში FBI-ს საჭიროებისამებრ ჩართულობაზე, მაშინ როდესაც გენერალური პროკურორისგან მიიღო დაპირება, რომ ფედერალური საგამოძიებო ორგანოები საქმის კურსში არიან და ჩართულობაც იქნება.

“ცოტა უცნაურად მეჩვენება ამ განცხადების გაკეთება, იმის გათვალისწინებით, რომ მთავარმა პროკურორმა, მის მოადგილეებთან ერთად, ძალიან მტკიცედ და მყარად გაგვაცნო ის დოკუმენტაცია, სადაც პირდაპირ იყო მითითებული რომ ყველა ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია შინაარსობრივად თამუნას სოციალური ქსელთან , „მესენჯერიდან“, „ფეისბუქიდან“ , „ვოთსაფიდან“ სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობით, გამოთხოვა უკვე ხდება. ეს პირდაპირ კავშირშია ფედერალური საგამოძიებო ორგანოების მონაწილეობასთან.

ამავდროულად, ყველა ის საკითხი, რაც შეეხებოდა ექსპერტიზის ჩართულობას, პირდაპირ, ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, რომ კომპიუტერის და ლეპტოპის გადაგზავნა იქნება, თუ მოწვევა ამ პირების, მხარდაჭერილი იქნებოდა და პრობლემები არ შეიქმნებოდა. თვითონ ავტომობილთან დაკავშირებით ითქვა, რომ დრო რომ არ გაწელილიყო ევროპიდანაც შეიძლებოდა მათი წარმომადგენლების მოწვევა. როდესაც ზედამხედველობას საგამოძიებო ორგანოზე პროკურატურა ახორციელებს, არ მესმის რატომ უნდა კეთდებოდეს ასეთი განცხადება. შინაგან საქმეთა სამინისტროზე მეტად პროკურატურა წყვეტს.

ნამდვილად, ვერ გეტყვით რამ განაპირობა ამგვარი განცხადება. თვით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში მყოფმა ატაშემ, ფედერალური ბიუროს წარმომადგენელმა, კომუნიკაციის პირველივე დღიდან, რაც არსებობს გენერალურ პროკურორთან განაცხადა, რომ საქმის კურსში არიან, ეს კომუნიკაცია მხარდაჭერილია და ჩართულობაც იქნება“,- განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა