თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქმეში ახალი ფიგურანტები გამოჩნდნენ

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გამოძიებისადმი ნდობის საკითხი საქმის გამოძიების შედეგზე იქნება დამოკიდებული.

ამასთან, მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი ფიგურანტები გამოჩნდნენ.

„5 საათის განმავლობაში მიდიოდა ყველაფრის გადამოწმება. ველოდებით თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონიდან უფრო მეტი ინფორმაციის მიღებას. პარალელურად, მიუხედავად იმისა, რომ ზღვა მასალაა, ყველაფერი იქნება გადამოწმებული. გამოძიებისადმი ნდობის საკითხი ორიენტირებული იქნება შედეგზე. შედეგი განსაზღვრავს ნდობას და უნდობლობას“, - განაცხადა ადვოკატმა.

რამიშვილის თქმით, ეჭვს ბადებს სააფთიაქო ვებსაიტების ნახვის სიხშირე.

„თამარ ბაჩალიაშვილის ელექტრონული ფოსტა ძალიან არის გადატვირთული. ძალიან საეჭვოა 17 ივლისის სააფთიაქო ვებ საიტების ნახვის სიხშირე. ბევრი კითხვის ნიშანია, ვანახოთ, როგორ ტაქტიკას აირჩევს გამოძიება“, - ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 - დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს