ერაყი თურქეთს დრონით თავდასხმის განხორციელებაში ადანაშაულებს

ერაყის საგარეო უწყება აცხადებს, რომ თურქეთის მიერ ქურთების რეგიონში დრონის საშუალებით განხორციელებული თავდასხმა „აღმაშფოთებელი ფაქტია“, რის გამოც თურქეთის ელჩი სამინისტროში დაიბარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.

ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩს მკაცრი შინაარსის საპროტესტო წერილი უნდა გადაეცეს.

გარდა ამისა, ერაყის საგარეო უწყება უარს აცხადებს მიიღოს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის ვიზიტიც ქვეყანაში მიმდინარე კვირის ხუთშაბათისთვის იყო დაგეგმილი.

გავრცელებული ინფორმაციით, სამშაბათს, თურქეთის მიერ ერაყის ჩრდილოეთით ქურთების მუშათა პარტიის წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმის დროს ერაყის საზღვრის დაცვის ბატალიონის ორი მეთაური და იმ მანქანის მძღოლი დაიღუპნენ, რომელშიც მეთაურები იმყოფებოდნენ.

ცნობისათვის, თურქეთმა ქურთების მუშათა პარტიის წინააღმდეგ ოპერაცია მიმდინარე წლის ივნისის შუა რიცხვებში დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა