მთავრობა არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას მოახდენს

პრემიერ - მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა 2020 წლის დეკემბრამდე ვაშლის შესყიდვის სუბსიდირებას მოახდენს. აღნიშნული განცხადება გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

როგორც პრემიერმა განმარტა, ყველა ის კომპანია, რომელიც აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთვება, დამატებით სუბსიდირებას მიიღებს 10 თეთრის ოდენობით.

„ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში სექტორალურად ვეხმარებით სხვადასხვა დარგებს და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სოფლის მეურნეობას. ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ ჩვენი ფერმერების წარმოებული არც ერთი გრამი პროდუქტი დაუბინავებელი არ უნდა დარჩეს, ამ მოტივით იყო განპირობებული ჩვენი დახმარება მევენახეობისთვის. მოგეხსენებათ, წელს მთავრობა სუბსიდირებს ყურძნის შესყიდვას და შემდეგი ნაბიჯი, რასაც ჩვენ გადავდგამთ, ეს იქნება ვაშლის მოსავლის დაბინავება. წელს, საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა, ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით დღეს უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბდსიდირების შესახებ 10 თეთრით, საბოლოოდ ეს ფასი ჩვენი მეწარმეებისთვის, ფერმერებისთვის იქნება არანაკლებ 22 თეთრი. ყველა ის კომპანია, რომელიც ჩაერთვება შემსყიდველ შტაბში, რომელიც სპეციალურად ვაშლის დაბინავების მიზნით შეიქმნება, ამ სუბსიდირებას მიიღებს დამატებითი 10 თეთრის რაოდენობით, ეს ალბათ, მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, ამიტომ აქ გვმართებს სწორი და ეფექტური მუშაობა. ეს პროგრამა გაგრძელდება 2020 წლის დეკემბრამდე“, - განაცხადა გახარიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ