გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, თუმცა, მისი, როგორც დაზარალებული მხარის წარმომადგენლის გადმოსახედიდან, გამოძიება თვითმკვლელობაზე მუშაობს და არა მკვლელობაზე.
„ვერსიებზე მუშაობენ მაგრამ საქმით საწინააღმდეგო მტკიცდება. ჩემთვის, როგორც ამ შემთხვევაში დაზარალებულის მხარისთვის, მუშაობენ, როგორც თვითმკვლელობაზე და არა მკვლელობაზე", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.